ავტორიზაცია

კავანი ზამთარში მანჩესტერ იუნაიტედის დატოვებას არ აპირებს

კავანი ზამთარში მანჩესტერ იუნაიტედის დატოვებას არ აპირებს
თარიღი 20 სექ 2021, 13:34

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ედინსონ კავანი უახლოეს პერიოდში კლუბის დატოვებას არ აპირებს.

როგორც ბრიტანულ პრესაში აღნიშნავენ, 34 წლის ურუგვაელი ზამთარში ტრანსფერზე დაყენებას არ მოითხოვს.

კავანის "ეშმაკუნების" რიგებში ყველაფერი აკმაყოფილებს და კონკურენცია არ ანაღვლებს. აგრეთვე, "ემიუში" კრიშტიანუ რონალდუს გამოჩენაც არ აშინებს.

მიმდინარე სეზონში ედინსონმა "ემიუს" მაისურით მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი შედეგიანობით არ გამოუჩენია.