ავტორიზაცია

ინტერი შკრინიართან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს

ინტერი შკრინიართან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს
თარიღი 20 სექ 2021, 13:37

"ინტერი" მცველ მილან შკრინიართან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს, იტყობინება ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, "ნერაძური" უახლოეს პერიოდში 26 წლის სლოვაკთან გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.

შკრინიარი "ინტერში" 2017 წლიდან ირიცხება, 2021/22 წლების სეზონში მან 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა მილანური გრანდის უკანახაზელს კლუბთან 2023 წლის ივნისის ბოლომდე აკავშირებს.