ლაუტაროს ახალ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის პუნქტი გათვალისწინებული არ იქნება
"ინტერის" თავდამსხმელმა, ლაუტარო მარტინესმა კლუბთან შეთანხმებას მიაღწია, წერს Mirror.
გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის არგენტინელის ახალ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის პუნქტი არ ჩაიდება, ამჟამინდელისგან განსხვავებით.
მარტინესი "ნერაძურიში" 2018 წლის ზაფხულიდან ირიცხება, მიმდინარე სეზონში მან ჩატარებულ 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
Transfermarkt-ის ვერსიით, ლაუტაროს სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 80 მილიონ ევროს შეადგენს.