ავტორიზაცია

რეალი ერთ-ერთ სათადარიგო ვარიანტად სალაჰსაც განიხილავს

რეალი ერთ-ერთ სათადარიგო ვარიანტად სალაჰსაც განიხილავს
თარიღი 20 სექ 2021, 13:44

The Sun-ის თანახმად, არაა გამორიცხული, რომ მადრიდის "რეალი" გადაერთოს "ლივერპულის" თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის ტრანსფერზე.

ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ "სამეფო კლუბს" ჩაეშლება "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, კილიან მბაპეს ოცნებად ქცეული ტრანსფერი.

ფრანგი შემტევის "ბლანკოსში" შესაძლო გადასვლა ბურუსით არის მოცული და აქედან გამომდინარე, არც ეგვიპტელი ბომბარდირის გადასვლაში არსებობს რაიმე კონკრეტულობა.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ მერსისაიდელთა გოლეადორი არის "პსჟ"-ს თავდამსხმელის ერთგვარი ალტერნატიული ვარიანტი.

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ათიანის კონტრაქტი პარიზელებთან გათვლილია 2022 წლამდე, თუმცა მის გახანგრძლივებას ის არ ჩქარობს.