ავტორიზაცია

ინტერი იანვარში ვან დე ბეკის გადაბირებას ეცდება

ინტერი იანვარში ვან დე ბეკის გადაბირებას ეცდება
თარიღი 20 სექ 2021, 13:46

"ინტერი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ დონი ვან დე ბეკით ინტერესდება, იტყობინება Calciomercato.

გავრცელებული ინფორმაციით, "ნერაძური" 24 წლის ჰოლანდიელის შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ეცდება, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელს "ემიუში" სათამაშო პრაქტიკა არ ექნება.

ვან დე ბეკი "ეშმაკუნებს" "აიაქსიდან" 2020 წლის ზაფხულში შეუერთდა. 2021/22 წლების სეზონში მან ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა, მოედანზე საერთო ჯამში 51 წუთი გაატარა და შედეგიანობით თავი არ გამოუჩენია.

Transfermarkt-ის ვერსიით, ვან დე ბეკის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 30 მილიონ ევროს შეადგენს.