ავტორიზაცია

ტოტენჰემი ახალგაზრდა ნახევარმცველს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

ტოტენჰემი ახალგაზრდა ნახევარმცველს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
თარიღი 20 სექ 2021, 13:49

"ტოტენჰემი" ნახევარმცველ ოლივერ სკიპთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს, იტყობინება The Sun.

გავრცელებული ინფორმაციით, "დეზებს" 2021/22 წლების სეზონის სტარტზე წარმატებული თამაშისთვის 21 წლის ინგლისელის დაჯილდოება სურთ.

მიმდინარე სეზონში სკიპმა "ტოტენჰემის" რიგებში 5 მატჩი ჩაატარა, თუმცა თავი შედეგიანობით არ გამოუჩენია.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა ლონდონელთა ახალგაზრდა ფეხბურთელს 2024 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.