ავტორიზაცია

VIDEO: როგორი მდგომარეობა აქვს წლის ბოლოსწინა ტურნირზე ტოჩინოშინს?

თარიღი 20 სექ 2021, 15:47

სუმოში ქართველი სპორტსმენი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე აგრძელებს ასპარეზობას.

ამჟამად მიმდინარეობს წლის ბოლოსწინა ტურნირი აკი ბაშო, რომელზეც ტოჩინოშინი მე-12 მაეგაშირას წოდებით გამოდის.

მეცხრე საბრძოლო დღის შემდეგ, ტოჩინოშინის ბალანსი 3-6-ზეა და დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად მას სასწაულის ჩადენა დასჭირდება - დარჩენილ 6 ბრძოლიდან მას მხოლოდ 1 მარცხის უფლება აქვს, 5 კი აუცილებლად უნდა მოიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შემდეგ ტურნირზე უფრო დაბალი რანგის მაეგაშირას სტატუსი ექნება.

დღევანდელ ბრძოლაში ტოჩინოშინმა მე-15 მაეგაშირა ჩიონო ოირიკირის ილეთით დაამარცხა და ბალანსი 2:6-ზე შედარებით გაიუმჯობესა.

2018 წელს ტოჩინოშინი სუმოში რანგით მეორე სტატუსის, ოძეკის მატარებელი იყო, თუმცა ტრავმების გამო დაკარგა და მას შემდეგ მისი დაბრუნება ვეღარ მოახერხა.