ავტორიზაცია

VIDEO: ისტორიაში პირველი Siiiiiiiii - პირველად როდის აღნიშნა რონალდუმ გატანილი გოლი თავის სტილში?

თარიღი 20 სექ 2021, 15:54

რონალდუს გოლების ცნობილი აღნიშვნა "Siiiiiii" მთელ მსოფლიოში ყველასთვის კარგად არის ცნობილი და ბევრი ბავშვი გოლების შემდეგ მის გამეორებას ცდილობს. თუმცა, ცოტამ თუ იცის, თუ კონკრეტულად როდის დაარსდა ეს აღნიშვნა პირველად.

2013 წელს ჟოზე მოურინიომ მადრიდის „რეალი" დატოვა და „ჩელსი" ჩაიბარა, „სამეფო კლუბში" კი კარლო ანჩელოტი პირველად დაინიშნა. ზაფხულის წინასასეზონო მომზადების დროს ამ ორი გუნდის გზები ამხანაგურ ტურნირზე, საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე გადაიკვეთა, სადაც „რეალმა" რონალდუს დუბლით 3:1 იმარჯვა. სწორედ ამ მატჩში აღნიშნა რონალდუმ გოლი პირველად ასეთ სტილში, თუმცა ვიდეოშიც ჩანს, რომ მას შემდეგ რონალდუმ ამ აღნიშვნაში ცვლილებები შეიტანა და ახლა ის ცოტა განსხვავებულია.