ავტორიზაცია

უცნაური პუნქტი: კუმანი ბარსელონასგან სერიოზულ კომპენსაციას მიიღებს, თუ კლუბი მასთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

უცნაური პუნქტი: კუმანი ბარსელონასგან სერიოზულ კომპენსაციას მიიღებს, თუ კლუბი მასთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
თარიღი 20 სექ 2021, 16:27

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, გუნდისგან სერიოზულ კომპენსაციას მიიღებს, თუ კლუბი მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ მოისურვებს.

AS-ის ინფორმაციით, გაფორმებული შეთანხმების შედეგად, ახალი კონტრაქტის არგაფორმების შემთხვევაში, კუმანი „ბარსელონასგან“ 6 მილიონ ევროს მიიღებს.

აღნიშნული კომპენსაცია მხარეებს შორის გაფორმებულია იმის გამო, რომ კუმანს, ჰოლანდიის ნაკრებიდან „ბარსელონაში“ წამოსვლის დროს, თავისი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციისთვის კონტრაქტის გაწყვეტის თანხების გადახდა საკუთარი ჯიბიდან მოუწია.

პრესაში აქტიურად იწერება, რომ გაგრძელებული წარუმატებელი შედეგების შემთხვევაში, კუმანს „ბარსელონადან“ დაითხოვებენ, მას კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 

რონალდ კუმანმა „ბარსელონა" გასული სეზონის დასაწყისში ჩაიბარა და გუნდთან ერთად კოპა დელ რეი მოიგო, ლა ლიგის მე-3 ადგილზე გავიდა, ჩემპიონთა ლიგას კი 1/8-ფინალიდან გამოეთიშა.