ავტორიზაცია

ლინგარდმა განმარტა, თუ რატომ არ აღნიშნა ვესტ ჰემის კარში გატანილი გამარჯვების გოლი

ლინგარდმა განმარტა, თუ რატომ არ აღნიშნა ვესტ ჰემის კარში გატანილი გამარჯვების გოლი
თარიღი 20 სექ 2021, 16:31

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, ჯესი ლინგარდმა განმარტა, თუ რატომ არ აღნიშნა „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ კარში ბოლო წუთებზე გატანილი გამარჯვების გოლი.

გასული სეზონის მეორე ნახევარი ლინგარდმა „ჩაქუჩებში“ იჯარით გაატარა, რის შემდეგაც მშობლიურ „ემიუს“ დაუბრუნდა.

„ვესტ ჰემის“ გულშემატკივრებმა დიდებული დახვედრება მომიწყვეს. აქ შესანიშნავი პერიოდი გავატარე, მაგრამ ამ მატჩში ჩემი წვლილის შეტანა მომიწია. 

ამ გუნდის დაცვის გარღვევა ყოველთვის ძალიან რთულია და როცა საჯარიმოში თავისუფალი სივრცეები გეძლევა, დარტყმის შესრულება უნდა სცადო. ბურთი მივიღე, სივრცე გავითავისუფლე და მაშინვე მივხვდი, რაც უნდა გამეკეთებინა.“ - ციტირებს ლინგარდის სიტყვებს „იუნაიტედის“ ოფიციალური ვებგვერდი.

„რატომ არ აღვნიშნე გოლი? „ვესტ ჰემის“ ქომაგები მხარდაჭერას მიცხადებდნენ, როცა ამ გუნდში იჯარით ვთამაშობდი. ისინი შესანიშნავად დამხვდნენ. ასეთი რეაქციით მათთვის მადლობის თქმა მინდოდა.“ - დაასრულა ინგლისელმა.