ავტორიზაცია

დე ხეა მოგერიებული თერთმეტმეტრიანის შესახებ: "ცოტა უცნაური იყო"

დე ხეა მოგერიებული თერთმეტმეტრიანის შესახებ: "ცოტა უცნაური იყო"
თარიღი 20 სექ 2021, 20:48

"მანჩესტერ იუნაიტედის" გოლკიპერმა, დავიდ დე ხეამ პრემიერ ლიგის მე-5 ტურში "ვესტ ჰემთან" (2:1) გამართული მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, აღნიშნული დაპირისპირების მიწურულს, ესპანელმა კიპერმა მარკ ნოუბლს პენალტი აუღო.

"ეს ყველაფერი ცოტა უცნაური იყო. ბურთთან დეკლან რაისი დავინახე, შემდეგ კი უცბად მარკ ნოუბლი", - ციტირებს დე ხეას სიტყვებს ВВС.

"ის არის გუნდში სპეციალისტი, მაგრამ სეივი განვახორციელე და სამი ქულაც ავიღეთ. მას შემდეგ, როცა დავინახე, რომ ლუკ შოუს ბურთი ხელზე მოხვდა, მთელი დრო პენალტზე ვფიქრობდი", - დასძინა ესპანელმა.

დე ხეამ თერთმეტმეტრიანი ბოლოს 2016 წელს მოიერია, 40 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ.