ავტორიზაცია

ანრი მესის შეცვლაზე: "მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელსაც კი სჭირდება დრო ადაპტაციისთვის"

ანრი მესის შეცვლაზე: "მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელსაც კი სჭირდება დრო ადაპტაციისთვის"
თარიღი 20 სექ 2021, 21:02

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ტიერი ანრიმ "ბარსელონაში" თავის ყოფილ თანაგუნდელ ლიონელ მესის საქციელზე გააკეთა კომენტარი.

მოგეხსენებათ, საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 ტურის ეგიდით, არგენტინელის "პსჟ"-მ "ლიონს" მოუგო - 2:1.

76-ე წუთზე, მესის ნაცვლად მოედანზე აშრაფ ჰაკიმი გამოჩნდა. მოედნის დატოვებისას, ლეო გუნდის მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს გაკვირვებული უყურებდა.

"გამაკვირვა თუ არა მისმა რეაქციამ? არა, ეს არ მაკვირვებს. ალბათ, გასვლა არ უნდოდა. არ ვიცით, რაზე ესაუბრნენ ერთმანეთს. მოდით, არ ვიდაოთ. რა თქმა უნდა, მინდორზე დარჩენა სურდა, რათა გაეტანა. მაგრამ გოლებიც იქნება. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელსაც კი სჭირდება დრო ადაპტაციისთვის", - ციტირებს ანრის სიტყვებს Footmercato.

ამ მატჩის შემდეგ, "პსჟ" სატურნირო ცხრილში 18 ქულით პირველ ადგილს იკავებს, "ლიონი" კი 8 ქულით მე-9 პოზიციაზეა.