ავტორიზაცია

პოჩეტინო მესისთან მომხდარ ინციდენტზე: "გადაწყვეტილებებს მე ვიღებ"

პოჩეტინო მესისთან მომხდარ ინციდენტზე: "გადაწყვეტილებებს მე ვიღებ"
თარიღი 20 სექ 2021, 21:12

"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ გუნდის თავდამსხმელ ლიონელ მესისთან დაკავშირებულ სიტუაციაზე განცხადება გააკეთა.

"ვფიქრობ, ყველამ იცის, რომ ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი გვყავს, შემადგენლობაში 35 მოთამაშეა", - ციტირებს სპეციალისტის სიტყვებს Get French Football News.

"მე უნდა მივიღო გადაწყვეტილება, როგორც სასტარტო შემადგენლობასთან, ისევე მატჩის მიმდინარეობისას ცვლილებების საჭიროებასთან დაკავშირებით, რაც გუნდისთვის და თითოეული ფეხბურთელისთვის უკეთესია".

"გადაწყვეტილება ზოგჯერ კარგია, ზოგჯერ - არა, მაგრამ სათადარიგოთა სკამზე მწვრთნელი იმისათვის არის, რათა ეს გადაწყვეტილებები მიიღოს, რომლებიც ადამიანებს შეიძლება მოეწონოთ, შეიძლება არა", - დასძინა არგენტინელმა სპეციალისტმა.

34 წლის სუპერვარსკვლავი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ მწვრთნელმა ლიგა 1-ის მე-6 ტურში "ლიონთან" (2:1) გამართული მატჩის მიმდინარეობისას შეცვალა. მოედნის დატოვებისას, ლეო თანამემამულეს გაკვირვებული უყურებდა. 76-ე წუთზე, მის ნაცვლად მინდორზე აშრაფ ჰაკიმი გამოჩნდა.

ცვლილების მომენტში ანგარიში თანაბარი იყო - 1:1. გამარჯვების მომტანი გოლი 93-ე წუთზე მაურო იკარდიმ გაიტანა.