ავტორიზაცია

მანჩესტერი ზამთარში 7 ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს — The Sun

მანჩესტერი ზამთარში 7 ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს — The Sun
თარიღი 20 სექ 2021, 21:22

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა 7 ფეხბურთელი გაუშვას, იტყობინება The Sun.

ცნობილი ბრიტანული გამოცემის თანახმად, იანვარში წამსვლელთა სიაში არიან მცველი, ერიკ ბაილი და ნახევარმცველი, ჯესი ლინგარდი.

ბაილი "ეშმაკუნების" რიგებში 2016 წლიდან ასპარეზობს, ლინგარდი კი კლუბის აღზრდილია.

მიმდინარე სეზონში 27 წლის კოტდ'ივუარელს ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია, 28 წლის ინგლისელის აქტივში კი 4 მატჩში გატანილი 2 ბურთია.

Transfermarkt-ის ვერსიით, ბაილის სატრანსფერო ფასი ამჟამად 15 მილიონ ევროს შეადგენს, ლინგარდი კი 22 მილიონი ღირს.