ავტორიზაცია

დეპაი: "თუ ბარსელონა ტიტულებს მოიგებს, ტატუებს გავიკეთებ. ძალიან ლამაზი იქნებოდა"

დეპაი: "თუ ბარსელონა ტიტულებს მოიგებს, ტატუებს გავიკეთებ. ძალიან ლამაზი იქნებოდა"
თარიღი 20 სექ 2021, 21:43

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, მემფის დეპაიმ განაცხადა, რომ მზადაა კლუბის საპატივსაცემოდ ტატუ გაიკეთოს.

"ტატუები ჩემი სხეულის, ჩემი ცხოვრებისა და ჩემი იმიჯის ნაწილია. "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის ტიტულების მოგებისთვის იბრძოლებს და თუ გამოგვივა, ჩემს კანზე მათ რაღაც ადგილებს მოვუნახავ. ძალიან ლამაზი იქნებოდა", - ციტირებს დეპაის სიტყვებს AS.

მიმდინარე სეზონში "ბარსელონა" სამ ტურში მოპოვებული 7 ქულით ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.

20 სექტემბერს გუნდი ლა ლიგის მე-5 ტურის ეგიდით "გრანადას" დაუპირისპირდება, მატჩი სტარტს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს.

მოგეხსენებათ, 27 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი "ბარსელონას" გასულ ზაფხულს "ლიონიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.