ავტორიზაცია

სოლსკიაერი: "მანჩესტერის შანსები ტიტულების მოგებაზე? მე ხომ კინაღამ სამსახური დავკარგე!"

სოლსკიაერი: "მანჩესტერის შანსები ტიტულების მოგებაზე? მე ხომ კინაღამ სამსახური დავკარგე!"
თარიღი 20 სექ 2021, 21:51

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ოლე-გუნარ სოლსკიაერს პრემიერ ლიგის ტიტულის მოგების შანსებზე ჰკითხეს.

მოგეხსენებათ, ინგლისის ჩემპიონატის მე-5 ტურის ეგიდით, "ეშმაკუნებმა" სტუმრად "ვესტ ჰემი" დაამარცხეს - 2:1.

"ტიტულის მოგების შანსები? ახლა ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ჯერ მხოლოდ 5 მატჩი ჩავატარეთ. ამ მატჩამდე კინაღამ სამსახური დავკარგე! ასე ხდება, როცა "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობ", - ციტირებს სოლსკიაერის სიტყვებს Goal.com.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "ემიუ" სტუმრად "იანგ ბოიზთან" (1:2) დამარცხდა, რის შემდეგაც ნორვეგიელი სპეციალისტის გათავისუფლებაზე არაერთხელ დაიწერა.

პრემიერ ლიგაში სოლსკიაერის შეგირდები ხუთ ტურში მოპოვებული 13 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებენ.