ავტორიზაცია

ზარალი თითქმის 300 ათასი ევროა — ტურაგენტმა კრიშტიანუ რონალდუ მოატყუა

ზარალი თითქმის 300 ათასი ევროა — ტურაგენტმა კრიშტიანუ რონალდუ მოატყუა
თარიღი 20 სექ 2021, 22:24

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ თაღლითობის მსხვერპლი გახდა, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა AS.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა ტურაგენტმა, ვისთანაც პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი თანამშრომლობდა, ფეხბურთელს საბანკო კარტიდან თითქმის 200 არარსებული მოგზაურობის საფასური ჩამოაჭრა, რომლებშიც რონალდუ არ ყოფილა.

რონალდუმ შესაბამისი რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებთან ერთად თაღლითს საკუთარი ბარათის მონაცემებიც გადასხდა. საერთო ზარალმა 288 ათასი ევრო შეადგინა.

ტურაგენტი ჯერ კიდევ 2017 წელს გაასამართლეს. სასამართლომ მას ყველა დაზარებულისთვის თანხის დაბრუნება დააკისრა.