ავტორიზაცია

მანჩესტერმა შესაძლოა პოგბა პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციოს

მანჩესტერმა შესაძლოა პოგბა პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციოს
თარიღი 20 სექ 2021, 22:28

"მანჩესტერ იუნაიტედი" ნახევარმცველ პოლ პოგბასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს, წერენ ბრიტანულ პრესაში.

გავრცელებული ინფორმაციით, "ეშმაკუნები" მზად არიან 28 წლის ფრანგი პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციონ, ყოველკვირეული ხელფასი 400 ათას ფუნტამდე გაუზარდონ.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა "ემიუსთან" პოგბას 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

პოლმა მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონატის 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 7 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა საკუთარ აქტივში.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 2021/22 წლების სეზონის გათამაშებაში მან ერთი მატჩი ჩაატარა - "იანგ ბოიზის" (1:2) წინააღმდეგ.