ავტორიზაცია

VIDEO: 4-დან 4 გამარჯვება! ნაპოლიმ უდინეზე სტუმრად გაანადგურა და ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს

თარიღი 21 სექ 2021, 00:50

სერია ა-ს მე-4 ტურში „ნაპოლიმ“ სტუმრად „უდინეზე“ გაანადგურა.

შეხვედრა „დაჩია არენაზე“ უდინეში გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

ლუჩანო სპალეტის გუნდმა ორივე ტაიმი ერთნაირი ანგარიშით 2:0 მოიგო. პირველ 45 წუთში გოლები ვიქტორ ოსიმჰენმა და რაჰმანიმ გაიტანეს, მეორე ნახევარში კი კალიდუ კულიბალიმ და ირვინგ ლოსანომ მასპინძელთა წამებას წერტილი დაუსვეს.

„ნაპოლი“ წაუგებლად მიიწევს წინ და 4 ტურის შემდეგ ცხრილს 12 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს, „უდინეზე“ კი 7 ქულით მერვე ადგილზეა.