ავტორიზაცია

VIDEO: გადარჩენა ბოლო წუთებზე! ბარსელონა საშინაო სირცხვილისგან რონალდ არაუხომ იხსნა

თარიღი 21 სექ 2021, 00:57

ლა ლიგის მე-5 ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ კედლებში „გრანადას“ ვერ მოუგო.

შეხვედრა სტადიონ „კამპ ნოუზე“ გაიმართა და ფრედ, 1:1 დასრულდა.

სტუმრები უკვე მე-2 წუთზე დუარტეს გოლით დაწინაურდნენ და „ბარსელონას“ საქმე გაურთულეს. არაერთი მცდელობის მიუხედავად, „ბლაუგრანა“ ანგარიშის გათანაბრებას ვერაფრით ახერხებდა.

როცა თითქოს უკვე საშველი აღარ იყო, „ბარსელონას“ მშველელად მცველი რონალდ არაუხო მოევლინა, რომელმაც 90-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და კატალონიური გუნდი საშინაო სირცხვილისგან გადაარჩინა.

5 ტურის შემდეგ, „ბარსელონას“ მხოლოდ 4 მატჩი აქვს ჩატარებული (ერთი შეხვედრა გადაიდო) და გუნდი 8 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება, „გრანადამ“ კი 3 ქულა დააგროვა და მე-17 პოზიციაზეა.