ავტორიზაცია

ცნობილია მიზეზი, რის გამოც ინტერი მზადაა ალექსის სანჩესი უფასოდაც კი გაუშვას

ცნობილია მიზეზი, რის გამოც ინტერი მზადაა ალექსის სანჩესი უფასოდაც კი გაუშვას
თარიღი 21 სექ 2021, 09:48

მილანის „ინტერს“ გუნდიდან ჩილელი შემტევის ალექსის სანჩესის გაშვება სურს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მილანურ გუნდს 32 წლის ფეხბურთელის გაშვება მისი ხშირი ტრავმიანობის გამო აქვს გადაწყვეტილი. ამის გამო, იტალიის ჩემპიონი მზადაა, ფეხბურთელს უფასოდაც კი შეელიოს.

სანჩესს „ინტერთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მისი წლიური ხელფასი კი შვიდი მილიონი ევროა.

აგვისტოში იწერებოდა, რომ ალექსისი შესაძლოა თურქულ „ფენერბაჰჩეში“ გადავიდეს, თუმცა ეს ტრანსფერი არ განხორციელდა, რადგან სტამბოლური გუნდი ჩილელ ფეხბურთელს ორჯერ ნაკლებ ხელფასს სთავაზობდა.

გასულ სეზონში ალექსისმა ყველა ტურნირზე 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.