ავტორიზაცია

VIDEO: რეალის გულშემატკივრების ოვაციები კამავინგას დანახვაზე, ვალენსიასთან მატჩის შემდეგ

თარიღი 21 სექ 2021, 09:54

„ვალენსიასთან“ მატჩის შემდეგ, რომელიც „რეალმა“ სასწაულად ბოლო წუთებზე შემოატრიალა და 2:1 მოიგო, გულშემატკივრები გუნდის ახალწვეულით, 18 წლის ედუარდო კამავინგას თამაშით მოხიბლულები დარჩნენ.

ფრანგი ფეხბურთელი მოედანზე მეორე ნახევარში გამოვიდა, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ნახევარდაცვაში „რეალს“ მობილობა შემატა, რის ხარჯზეც გუნდმა „ვალენსია“ უფრო დიდი წნეხის ქვეშ ამყოფა.

ეს ყველაფერი არ დარჩა შეუმჩნეველი გულშემატკივრებისთვის, რომლებიც მატჩის შემდეგ 18 წლის ნახევარმცველს ოვაციებით შეხვდნენ.