2022 წლის ზაფხულიდან მატეის დე ლიგტის შეძენა კონკრეტული ფასის სანაცვლოდ იქნება შესაძლებელი
2022 წლის ზაფხულიდან, მატეუს დე ლიგტის „იუვენტუსთან“ გაფორმებულ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა გააქტიურდება.
ჟურნალისტის და ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ზაფხულიდან ეს თანხა 150 მილიონი ევრო იქნება.
22 წლის ჰოლანდიელ მცველს ტურინულ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს. თუმცა ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა არ გამორიცხავს, რომ რომელიმე გუნდი მის გამოსასყიდ თანხას ამ ზაფხულსვე გადაიხდის და დე ლიგტი „ალიანც სტედიუმს“ დატოვებს.
შესაძლო წასვლის გარდა, აქტიურად განიხილება დე ლიგტის „იუვენტუსთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაც - შესაბამისად, შესაძლებელია მოვლენების ნებისმიერი განვითარება, როგორც წასვლა, ისე თანამშრომლობის უფრო მრავალი წლით გაგრძელება.
ამ სეზონში დე ლიგტმა „იუვეს“ მაისურით ყველა ტურნირზე 4 მატჩი ჩაატარა, პორტალი Transfermarkt მას 75 მილიონ ევროდ აფასებს.