ავტორიზაცია

"ეს ჟესტი ძალას კარგავს", - ჩელსის მცველმა ღიად განაცხადა, რომ მატჩების წინ მუხლის მოდრეკას აღარ აპირებს

"ეს ჟესტი ძალას კარგავს", - ჩელსის მცველმა ღიად განაცხადა, რომ მატჩების წინ მუხლის მოდრეკას აღარ აპირებს
თარიღი 21 სექ 2021, 10:46

„ჩელსის“ მცველმა მარკოს ალონსონ დასძინა, რომ მატჩების წინ, რასიზმთან ბრძოლის გამოსაჩენად მუხლის მოდრეკას აღარ აპირებს.

ბევრ ქვეყანაში ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება, მათ შორის - ინგლისშიც. თუმცა, პრემიერ ლიგაშიც ცალკეულმა ფეხბურთელებმა მუხლის მოდრეკაზე უარი საჯაროდ თქვეს. მაგალითად - უილფრიდ ზაჰამ.

„მე რასიზმის და ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ მირჩევნია თითით მივანიშნო წარწერაზე, რომელიც ამბობს: „არა რასიზმს“. ასე აკეთებენ სხვა ქვეყნებში ნებისმიერი სპორტსმენები.

მირჩევნია, სწორედ ასე გავაკეთო და ჩემი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსირო. რასიზმის წინააღმდეგი ვარ და ყველას პატივს ვცემ. უკავშირდება თუ არა ჩემი გადაწყვეტილება პოლიტიკას? არ ვიცი, უბრალოდ მირჩევნია რომ მუხლი აღარ მოვდრიკო.

ამით ვცდილობ საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო. ალბათ, საქმე იმაშია, რომ ეს ჟესტი ძალას კარგავს, ამიტომ მირჩევნია ამ პრობლემაზე სხვაგვარად ვისაუბრო. რასიზმთან ბრძოლას 100%-ით ვუჭერ მხარს.“ - ციტირებს ალონსოს სიტყვებს Sky Sports.