ავტორიზაცია

ბუკაიო საკას შეძენით ორივე ევროპული გრანდი ინტერესდება, არსენალმა ფასი დაასახელა

ბუკაიო საკას შეძენით ორივე ევროპული გრანდი ინტერესდება, არსენალმა ფასი დაასახელა
თარიღი 21 სექ 2021, 12:44

„არსენალის“ შემტევი ნახევარმცველი ბუკაიო საკა შესაძლოა სხვა გუნდში გადავიდეს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, 20 წლის ინგლისელი ფეხბურთელით მადრიდის „ატლეტიკო“ და ტურინის „იუვენტუსი“ ინტერესდებიან.

წყარო აზუსტებს, რომ „არსენალს“ არ სურს საკას გაშვება, მაგრამ თუ რომელიმე კლუბი 50 მილიონ ევროს გადაიხდის, მაშინ „მეთოფეებმა“ შესაძლოა აზრი შეიცვალონ.

საერთაშორისო პორტალი Transfermarkt ინგლისელ ფეხბურთელს 65 მილიონ ევროდ აფასებს, ანუ „არსენალი“ მის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებს ითხოვს.

საკა „არსენალის“ აკადემიის აღზრდილია და კლუბის ასაკობრივ სისტემაში 8 წლიდან იმყოფება. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 6 მატჩში ითამაშა და 1 გოლი შეაგდო.

გოლი: