ავტორიზაცია

"რონალდუს დიდი სიამოვნებით ვთხოვდი, რომ იუნაიტედში არ დაბრუნებულიყო", - ემიუს ექს-ფეხბურთელი

"რონალდუს დიდი სიამოვნებით ვთხოვდი, რომ იუნაიტედში არ დაბრუნებულიყო", - ემიუს ექს-ფეხბურთელი
თარიღი 21 სექ 2021, 12:59

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა, რაფაელ პერეირა და სილვამ, რომელიც ამჟამად „ბოტაფოგოში“ ასპარეზობს, გუნდში კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებაზე ისაუბრა.

„ერთი ფეხბურთელის არჩევა რომ შემეძლოს, ვისთან ერთადაც „ბოტაფოგოში“ სიამოვნებით ვითამაშებდი, რონალდუს ავირჩევდი, მეტს არავის.

დიდი სიამოვნებით ვთხოვდი მას, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ არ დაბრუნდეს და ჩვენთან გადმოვიდეს. მე ეს გუნდიც ძალიან მიყვარს, მაგრამ მირჩევნია რონალდუ „ბოტაფოგოში“ ვიხილო.

კრიშტიანუს ძალიან იშვიათად ვეკონტაქტები, მაგრამ თუ მას წერილს გავუგზავნი, ის აუცილებლად მიპასუხებს.“ - ციტირებს რაფაელის სიტყვებს Fogao.

„მან.იუნაიტედში" რაფაელი 2008-2015 წლებში ასპარეზობდა და რონალდუსთან ერთად მხოლოდ ერთი სეზონის ჩატარება მოასწრო. პორტუგალიელმა „ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის შემდეგ 3 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.