ავტორიზაცია

ანჩელოტი: "ახლა რეალთან ერთად თაფლობის თვე მაქვს და იმედია, აქ მრავალი წლით დავრჩები"

ანჩელოტი: "ახლა რეალთან ერთად თაფლობის თვე მაქვს და იმედია, აქ მრავალი წლით დავრჩები"
თარიღი 21 სექ 2021, 13:08

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, გუნდის სეზონის სტარტზე ისაუბრა.

„სეზონი სირთულეებით დავიწყეთ, ისევე როგორც სხვა გუნდებმა, მაგრამ ჩვენი გუნდური სულისკვეთება ძალიან ძლიერია და სიტუაცია გამოვასწორეთ.

დიახ, ესპანური ფეხბურთელი მნიშვნელოვანი ფეხბურთელების გარეშე დარჩა, მაგრამ აქ ჯერ კიდევ არიან შესანიშნავი ფეხბურთელები.

დიდი ბედნიერებაა, რომ ვინისიუსი ჩვენთან თამაშობს. ახლა მე „რეალში“ თაფლობის თვე მაქვს და მინდა, რომ ამ გუნდში მრავალი წლით დავრჩე.“ - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Rai Sport.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტიმ „რეალში“ მეორედ 2021 წლის ივნისში ჩაიბარა, იქამდე ის გუნდს 2013-2015 წლებში ედგა სათავეში.

სეზონის სტარტზე გუნდმა 6 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 5 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.