ავტორიზაცია

რატომ შეცვალეს მესი ლიონთან მატჩში? - ახალი ვერსია

რატომ შეცვალეს მესი ლიონთან მატჩში? - ახალი ვერსია
თარიღი 21 სექ 2021, 14:27

"პარი სენ-ჟერმენისა" და ლიონის "ოლიმპიკის" შეხვედრის 76-ე წუთზე, ლიონელ მესი აშრაფ ჰაკიმით იქნა შეცვლილი. აღნიშნული ფაქტით გაკვირვებული დარჩა თავად არგენტინელიც, რომელმაც არც მაურისიო პოჩეტინოს ჩამოართვა ხელი და არც მაურო იკარდის გამარჯვების მომტანი გოლი იზეიმა.

L’Equipe-ს ინფორმაციით, ლეოს გაყვანის მიზეზი მდგომარეობდა მარცხენა მუხლის ტრავმაში, რომელიც მან მიიღო ადრე, თუმცა "პსჟ"-ს გადატვირთული გრაფიკის გათვალისწინებით, არგენტინელმა თავკაცმა შეგირდის ჯანმრთელობის მდგომარეობით არ გარისკა.

იგივე წყაროს მტკიცებით, პარიზელთა თავდამსხმელს მუხლთან დაკავშირებული პრობლემები აქვს რეალურად, რადგან მეორე დღეს ვარჯიშზე ის კოჭლობით მივიდა.

სამხრეთ ამერიკელმა ფორვარდმა მთელი დღე გაატარა აღდგენით ოთახში, საერთო ჯგუფისგან მოშორებით, იმისთვის, რომ ტრავმის რეციდივი კიდევ ერთხელ არ მომხდარიყო.

"ლურჯ-წითლების" შემდეგი მოწინააღმდეგე იქნება "მეცი", შეხვედრა გაიმართება 22 სექტემბერს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა 34-წლის შემტევი.