ავტორიზაცია

ვერატი: "დონარუმა ჩვენი ჩემპიონობის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის"

ვერატი: "დონარუმა ჩვენი ჩემპიონობის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის"
თარიღი 21 სექ 2021, 14:32

იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ თანამემამულე ჯანლუიჯი დონარუმას შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"დიდ ევროპულ კლუბში გადასვლას იმსახურებდა იმისათვის, რათა ჩემპიონთა ლიგის მოგების ამბიციები ჰქონდეს. ბედნიერი ვარ, დონარუმა "პსჟ"-ში ჩემი თანაგუნდელია, ძალიან დაგვეხმარება", - ციტირებს მარკო ვერატის სიტყვებს ფრანგული პრესა.

როგორც ვიცით, დონარუმამ "პარი სენ-ჟერმენთან" ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. იტალიელი მეკარემ "პსჟ"-ს შემადგენლობაში რამდენიმე შეხვედრის ჩატარება უკვე მოასწრო.

გასულ სეზონში დონარუმამ "როსონერის" რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 48 მატჩი ჩაატარა, კარი მშრალად კი 15-ჯერ შეინახა. კლუბიდან იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა.