ავტორიზაცია

კლოპი: "ჰოლანდი არის ფეხბურთელი, რომელიც არსად დაიკარგება"

კლოპი: "ჰოლანდი არის ფეხბურთელი, რომელიც არსად დაიკარგება"
თარიღი 21 სექ 2021, 14:35

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"ადრე თუ გვიან, ტოპ კლუბები ჰოლანდზე ნადირობას დაიწყებენ. არ ვიცი, იქნება ეს გაისად თუ მერე, დორტმუნდს ყველა ვარიანტში მოუწევს მის სანაცვლოდ ბრძოლა.

ნორვეგიელი თავდამსხმელი ლივერპულში? როგორც ფეხბურთელი ის ძალიან მომწონს. ერლინგი ხომ ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდა. მისი მონაცემები და შედეგიანობა საოცარია.

ამის მიუხედავად, ბორუსიას ფორვარდი ბევრ კომპონენტშია დასახვეწი, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად, მას გამოცდილებაც მოემატება", - განაცხადა გერმანელმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, "შავ-ყვითლების" ცხრიანის კლაუსულა, ანუ გამოსასყდი თანხა 75 მილიონი ევრო იქნება. სკანდინავიელის სახელს ყველაზე ხშირად მადრიდის "რეალს" უკავშირებენ.