ფერდინანდი: "სტერლინგს სხვა გუნდში ვხედავ"
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, რიო ფერდინანდმა, "მანჩესტერ სიტის" შემტევის, რაჰიმ სტერლინგის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"სტერლინგმა მან სიტიში სათადარიგო ფეხბურთელებს შორის გადაინაცვლა. ამ გუნდში მან დაკარგა თავდაჯერებულობა, არადა ადრე, ის ძალიან ეფექტური მოთამაშე იყო.
ძველი თამაშის დასაბრუნებლად ინგლისის ნაკრების ვინგერს სჭირდება მანჩესტერული გუნდის დატოვება და სხვაგან წასვლა, თუნდაც მისთვის მშობლიურ ლივერპულში დაბრუნება.
მიკვირს, თუ რატომ არ აქტიურობენ ისინი "ქალაქელების" გარემარბის ტრანსფერის მიმართებაში. მას ვხედავ სწორედ მერსისაიდში და არა იქ, სადაც ის ახლაც არის".
შეგახსენებთ, 26-წლის ფლანგელი "ლურჯებში" თამაშობს 2015 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 298 შეხვედრაში 115 გოლი გაიტანა. "წითლებში" კი 129 მატჩში 23 გოლი.