ავტორიზაცია

"მესის და მბაპეს შეთამაშება მარტივი არ იქნება", - პაულეტა

"მესის და მბაპეს შეთამაშება მარტივი არ იქნება", - პაულეტა
თარიღი 21 სექ 2021, 16:53

"ბორდოსა" და "პსჟ"-ს ყოფილი თავდამსხმელი, პედრო პაულეტა მიიჩნევს, რომ კილიან მბაპეს ლიონელ მესისთან ერთად თამაშთან დაკავშირებით ადაპტაცია მოუწევს.

"მბაპეს მესისთან ერთად თამაშთან ადაპტაცია მოუწევს, მაგრამ "პსჟ"-ში მასთან ერთად ძალიან გაიზრდება. თუ გონიერია, რათა სწორი პოზიცია შეარჩიოს და მაქსიმალურად გამოიყენოს ის სივრცეები, რომელსაც მესი და ნეიმარი შეუქმნიან, ხშირად აღმოჩნდება კარგ პოზიციებში მათი გადაცემების წყალობით და ბევრ გოლს გაიტანს".

"ის ფაქტი, რომ მბაპეს ცენტრის გავლით ფართოდ თამაში შეუძლია, უპირატესობა იქნება. ყოველთვის არსებობს იმის რისკი, რომ სამიდან ერთი ნაკლებად შედეგიანი იქნება. თუ ეს კილიანი აღმოჩნდება, ამასთან შეგუება მოუწევს", - ციტირებს ლიგა 1-ის პრესსამსახური პაულეტას სიტყვებს.

შეგახსენებთ, 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი 22 წლის ფრანგის თანაგუნდელი გასულ ზაფხულს გახდა.