ავტორიზაცია

"მანჩინიმ მე და ჩემს ოჯახს ორმაგი ტკივილი მოგვაყენა", - სიტის ყოფილი ფეხბურთელი

"მანჩინიმ მე და ჩემს ოჯახს ორმაგი ტკივილი მოგვაყენა", - სიტის ყოფილი ფეხბურთელი
თარიღი 21 სექ 2021, 18:13

"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა მცველმა, უეინ ბრიჯმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების ტრიუმფს გამოეხმაურა.

"ჩემთვის მტკივნეული იყო, მანჩინის ვერ ვიტან. ყველამ იცის მისდამი ჩემი სიძულვილის შესახებ. ვერ ვიტყვი, რომ ყველაზე ცუდი მწვრთნელია, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია, მაგრამ ტაქტიკის მხრივ, არც ისე კარგი სპეციალისტია. თუმცა, კარგ შედეგს მიაღწია და ამაზე საუბარი ჩემთვის მტკივნეულია".

"ჩემი ოჯახი ინგლისის ნაკრებსაც გულშემატკივრობდა და მანჩინის წინააღმდეგაც იყო განწყობილი, ასე რომ მან ორმაგი დარტყმა მოგვაყენა".

"მას ვერ ვიტან. "მანჩესტერ სიტიში" ყველაფერს ფეხბურთელების წყალობით მიაღწია. ეს მათი გამარჯვებები იყო და არა მანჩინის".

"ერთხელ ბელამიმ სცადა ეკითხა, რა იქნებოდა, თუ თამაშში გარკვეული სიტუაცია შეიქმნებოდა, მანჩინიმ კი უთხრა მოეკეტა და სახლში გაუშვა", - ციტირებს ბრიჯის სიტყვებს Corriere dello Sport.