ავტორიზაცია

"მბაპე თავის თაობაში ნომერ პირველია", - პაულეტა

"მბაპე თავის თაობაში ნომერ პირველია", - პაულეტა
თარიღი 21 სექ 2021, 18:16

"ბორდოსა" და "პსჟ"-ს ექს-თავდამსხმელმა, პედრო პაულეტამ აღნიშნა, რომ კილიან მბაპეს თავის თანატოლებზე ძლიერ ფეხბურთელად მიიჩნევს.

"იმ გამოცდილების წყალობით, რომელსაც იგი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში შეიძენს, შეძლებს სიტუაციაში უკეთესად გაერკვეს და სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. მაგალითად, თუ ახლა ხუთი შანსი ექმნება სამი გოლის გასატანად, ორ-სამ წელიწადში ამის გაკეთებას ერთი შანსით ნაკლების შემთხვევაში შეძლებს".

"რაც უფრო გაიზრდება, უფრო გამჭრიახი გახდება, უფრო ჭკვიანი თავის მოქმედებებში და უკეთესად გაიგებს თამაშს. მაშინაც კი, თუ ის უკვე ძალიან კარგად აანალიზებს თავის მეტოქებს, შეუძლია კიდევ უფრო უკეთესი გახდეს".

"მბაპე ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. ვერასოდეს ნახავთ თავდახრილს. ის ფაქტი, რომ კილიანი თავის ძალებში დარწმუნებულია, ესე იგი საკუთარ თავში ეჭვი არ ეპარება. 22 წლის ასაკში მბაპე სწორედ ამით გამოირჩევა თავისი თაობის სხვა ფეხბურთელებისგან".

"ასეთი აზროვნებით, ფიზიკურ თვისებებთან ერთად, ფეხბურთში თავის კვალს დატოვებს", - ციტირებს პაულეტას სიტყვებს ლიგა 1-ის პრესსამსახური.