ავტორიზაცია

ანდრეს ინიესტას ჰკითხეს, არის თუ არა მზად ხავი ბარსელონას მწვრთნელობისთვის

ანდრეს ინიესტას ჰკითხეს, არის თუ არა მზად ხავი ბარსელონას მწვრთნელობისთვის
თარიღი 21 სექ 2021, 22:13

„ბარსელონას“ ექს-ნახევარმცველს, ლეგენდარულ ანდრეს ინიესტას ჰკითხეს, არის თუ არა მისი აზრით გუნდის მწვრთნელობისთვის მზად მისი ყოფილი თანაგუნდელი, ხავი ერნანდესი.

ესპანელი ექს-ფეხბურთელის სახელს ხშირად უკავშირებენ „ბარსელონაში“ დანიშვნას. ამის ფონზე, გახშირდა გუნდიდან რონალდ კუმანის გაშვებაზე საუბრებიც.

„ვფიქრობ, კი. თუ მკითხავთ, წარმომიდგენია თუ არა ხავის ხილვა „ბარსელონას“ სამწვრთნელო სკამზე, გიპასუხებთ, რომ დიახ.

ის ემზადებოდა და ვარჯიშობდა იმაზე, რომ ერთ დღესაც „ბარსელონა“ გაეწვრთნა. მას აქვს სრული პასუხისმგებლობა, რომ ეს გამოწვევა მიიღოს.“ - ციტირებს ინიესტას სიტყვებს Sport.es.

ჟურნალისტ ჟერარ რომეროს ინფორმაციით, ამჟამად „ბარსას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა რამდენიმე ვარიანტს შორის აკეთებს არჩევანს - ხავის გარდა, მის სიაში ანდრეა პირლო და რობერტო მარტინესიც მოხვდნენ, რომელიც ამჟამად ბელგიის ნაკრების სათავეში დგას.