ავტორიზაცია

VIDEO: დაუჯერებელი სერია დასრულებულია! 10 წლის შემდეგ პირველად, ხეტაფემ ატლეტიკოს გოლი გაუტანა

თარიღი 21 სექ 2021, 22:36

ლა ლიგის მე-6 ტურში „ატლეტიკო“ მადრიდულ დერბიში „ხეტაფეს“ სტუმრობს და 0:1 მარცხდება.

მატჩის ერთადერთი გოლი 45-ე წუთზე სტეფან მიტროვიჩმა გაიტანა. 

ეს გოლი განსაკუთრეული აღნიშვნის ღირსი იმიტომ არის, რომ „ხეტაფემ“ „ატლეტიკოს“ კარის აღება 10 წლის შემდეგ პირველად (!!!) მოახერხა.

უკანასკნელად, „ხეტაფემ“ „ატლეტიკოს“ კარში გოლის გატანა 2011 წლის მარტში მოახერხა, როცა „როხიბლანკოს“ კარს ჯერ კიდევ დავიდ დე ხეა იცავდა.

მას შემდეგ, გუნდებმა ერთმანეთში 21 მატჩი ჩაატარეს და „ატლეტიკომ“ კარის მშრალად შენახვა ყველაში მოახერხა.