ავტორიზაცია

VIDEO: მორიგი განადგურება! აიაქსმა ბოლო სამი მატჩი საერთო ანგარიშით 19:1 მოიგო

თარიღი 21 სექ 2021, 22:59

ნიდერლანდური ერედივიზიის მე-6 ტურში „აიაქსმა“ სტუმრად „ფორტუნა სიტარდი“ 5:0 გაანადგურა.

შეხვედრაში გოლები ბერგუისმა, მაზრაუიმ, ტადიჩმა, კუდუსმა და ტალიაფიკომ გაიტანეს და ამსტერდამულ გუნდს მორიგი გამანადგურებელი გამარჯვება მოუტანეს. 

ბოლო 1 კვირის მანძილზე ეს „აიაქსისთვის“ მესამე მატჩი იყო და გუნდმა სამი შეხვედრა საერთო ანგარიშით 19:1 მოიგო. 

ჩემპიონთა ლიგაზე გუნდმა ლისაბონის „სპორტინგი“ 5:1 გაანადგურა, შემდეგ ერედივიზიაში „კამბური“ 9:0 გააცამტვერა და ახლა „ფორტუნა სიტარდიც“ არ დაინდო.

6 ტურის შემდეგ „აიაქსი“ 16 ქულით ერედივიზიას ერთპიროვნულად ლიდერობს, მეორე ადგილზე კი „პსვ-ა“, რომელსაც 5 მატჩში 12 ქულა აქს მოპოვებული.