» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

უმაღლესი ლიგა მე-6 ტური - რევიუ



და 21 სექტემბერს გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მატჩები. გთავაზობთ ამ შეხვედრების მიმოხილვას. llაღნიშნული ტურის პირველ დღეს თავისი შეხვედრა ჩაატარა წლევანდელ სეზონში უმაღლესი ლიგის დებიუტანტმა - ბათუმის "დინამომ". აჭარლებმა ცხინვალის "სპარტაკს" უმასპინძლეს. მატჩი არც ისე სანახაობრივი გამოდგა და ერთადერთი გატანილი გოლით დასრულდა. ამ ბურთის კარის ბადეში მოთავსება "სპარტაკელთა" მხრიდან ლევან ჩაფოძემ შეძლო. მან მე-11 წუთზე მოახერხა მეტოქის დამწუხრება. როგორც აღვინიშნა, დარჩენილი დროის განმავლობაში სხვა აღარაფერი შეცვლილა. ამ წაგების შემდეგ "დინამო" 9 ქულით მე-8 ადგილს იკავებს. ხოლო, "სპარტაკს" კი 10 ქულა აქვს და ბათუმელებზე ორი საფეხურით მაღლა დგას გათამაშების ცხრილში. llიმავე დღეს თავისი შეხვედრა ჩაატარა “ზესტაფონმაც”, რომელმაც დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქობულეთის “შუქურას” უმასპინძლა. მატჩის პირველი ნახევარი იმერლების უპირატესობით წარიმართა. მასპინძლების მხრიდან აქტიურად უტევდნენ შარიქაძე და გვალია. ასევე, უნდა აღინიშნოს ჭანკოტაძის შორეული გასროლაც, რომელიც კარს ცოტათი ასცდა. პირველ ტაიმში “ზესტაფონმა” მაინც მოახერხა მეტოქეთა დამწუხრება: 30-ე წუთზე ჭანკოტაძე-სარდალიშვილის ბურთის გათამაშების შემდეგ, ილურიძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, რის შემდეგაც მას მოწინააღმდეგის კარის აღება აღარ გასჭრვებია. მეორე ტაიმში “შუქურასაც” შეექმნა მომენტი. “ზესტაფონის” საჯარიმოსთან მარტოდმარტო ჩელებაძე დარჩა, რომელსაც მოწინააღმდეგეთა კიპერმა პავლოვიჩმა აჯობა და გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა. თუმცა, მასპინძლები ქულების დაკარგვას მაინც ვერ ასცდენენ: შეხვედრის 89-ე წუთზე ქობულეთელებმა სტანდარტი გაითამაშეს, რასაც ჩალაძის გოლი მოჰყვა. საბოლოოდ, ტააბლოზე ანგარიში 1-1 დაფიქსირდა. იმერლებმა, რომლებას 7 ქულა აქვთ, მე-12 ადგილზე გადაინაცვლეს. არც "შუქურაა" უკეთეს მდგომარეობაში. აჭარლებსაც 7 ქულა აქვთ, თუმცა ბურთების უარესი სხვაობის გამო "ზესტაფონზე" ერთი საფეხურით დაბლა იმყოფებიან გათამაშების ცხრილში. [jwplayer player="1" mediaid="69852"] llმე-6 ტურის მეორე სათამაშო დღეს ზუგდიდის "ბაია" "ვიტ ჯორჯიას" დაუპირიპირდა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ამ შეხვედრამდე ჩატარებულ ხუთ მატჩში ზუდიდელებს გამარჯვება არ ჰქონდათ მოპოვებული. მეგრელთა სამწუხაროდ, ეს ტენდენცია არც ახლა დაირღვა. შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, რაც ძალიან მალე გოლში აისახა: უკვე მე-2 წუთზე შოთა ლომიამ მოახერხა მეტოქის კარის ბადის შერხევა. თუმცა, მათი სიხარული დიდ ხანს არ გაგრძელებულა. სულ რაღაც 9 წუთში "ვიტ ჯორჯიას" ლეგიონერმა მატიუმ შეძლო ანგარიშის გათანაბრება. სტუმრებმა შეხვედრაში კიდევ ორი გოლი გაიტანეს: 29-ე წუთზე მურუსიძემ, ხოლო 54-ეზე კი გეტიაშვილმა შეძლეს გატანა. საბლოო ანგარიში 1-3 დაფიქსირდა. ამ გამარჯვების შემდეგ "ვიტ ჯორჯია" 9 ქულით მე-7 ადგილს იკავებს. ხოლო, "ბაიამ" ამ შედეგით კიდევ უფრო გაიუარესა მდგომარეობა და იგი ახლა 3 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება. llკიდევ ერთი მატჩი, რომელიც ამ ტურში გაიმართა, ლანჩხუთის "გურიასა" და მარტვილის "მერანის" დაპირისპირებაა. არც ეს შეხვედრა განეკუთვნებოდა სანახაობრივ თამაშებს. ეს ყოველივე გასული გოლების რაოდენობაზეც აისახა. ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ის იყო, რომ 72-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა სტუმრების კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომლის გამოყნებაც ლანჩხუთელთა მხრიდან ჟვანიამ შეძლო. ეს ერთადერთი გატანილი გოლი აღმოჩნდა შეხვედრაში. ამ გამარჯვების შემდეგ გურულები 8 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფებიან, ხოლო "მერანი" კი 4 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს. llუმაღლესი ლიგის კიდევ ერთმა დებიუტანტმა - "სამტრედიამ" ქუთაისის "ტორპედოს" წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრის პირველმა ნახევარმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა, თუმცა გაშვებული გოლის გარეშე დასრულდა. ცოტა უცნაურია, მაგრამ ქუთაისელთა მწვრთნელმა რევაზ ძოძუაშვილმა 44-ე წუთზე გააკეთა პირველი ცვლილება. ფიფიას მაგივრად კვერნაძე შემოვიდა მინდორზე. შეხვერაში პირველი და უკანასკნელი გოლის გატანა "ტორპედოს" მხრიდან თავური დარტყმით კვერნაძემ შეძლო. ამის შემდეგ სამტრედიელებმა ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოახერხეს. საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით 0-1 დასრულდა. "ტორპედო" 11 ქულით მე-2 ადგილზეა. ხოლო, "სამტრედიას" კი 10 ქულა აქვს და "ჩიხურასთან" მე-4 ადგილს იყოფს. llმე-6 ტურის მეორე სათამაშო დღეს ბოლნისის "სიონმა" რუსთავის "მეტალურგთან" გააგორა ბურთი. მატჩის პირველმა ნახევარმა მასპინძლების უპირატესობით ჩაიარა. შეხვედრის 28-ე წუთზე გიორგი კახელიშვილმა შეძლო "სიონის" წინ გაყვანა. ამ ტაიმის მიწურულს მსაჯმა რუსთავლეთა კარის მიმართიულებით პენალი დანიშნა, რომელიც უგულავამ გამოიყენა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. მეორე ნახევრის დასაწყისში ბოლნისელებმა კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლეს. 52-ე წუთზე ლობჯანიძემ შეძლო მეტოქეთა დამწუხრება. სტუმრებმა ერთადერთი გოლი 72-ე წუთზე გაქვითეს. ამ მომენტში რუსთავლეთა მხრიდან ლობჟანიძე გამოირჩა. llამავე დღეს საჩხერის სოფელ ივანწმინდაში "ჩიხურა" "დილას" დაუპირისპირდა. შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით დაიწო. ეს უპირატესობა საჩხერლებმა ტაიმის შუაში (24 წუთზე) გოლად აქციეს. ამის გაკეთება ჯაბა ჯიღაურმა შეძლო (ეს ის ფეხბურთელია, რომელმაც 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის ბოლო მატჩში ჰოლანდიას გასვლაზე ერადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი გაუტანა). ტაიმის მიწურულს ისევ იმერლებს შეექმნათ მომენტი, ამჯერად დეკანოიძემ დაარტყა ძლიერად, თუმცა მან მიზანს ვერ მიაღწია. მეორე ნახევრის დაწყებიდან მალე, კერძოდ კი 49-ე წუთზე გორელების მხრიდან ქარქუზაშვილმა გამოიჩინა თავი და ანგარიში გაათანაბრა. მატჩის მეორე ტაიმის დასამახსოვრებელი მომენტებიდან ასევე აღსანიშნავია "ჩიხურელთა" მეკარის, მაქსიმე ქვილითაიას გმირული თამაში და თავის ქალაზე მიღებული მიკრო ტრავმა. შევეედრაში უკანასკნელი გოლი 79-ე წუთზე გავიდა: კორიფაძის ჩაწოდებული ადამაძემ შემთხვევით საკუთარ კარში ჩაჭრა და თავისი გუნდი წასაგებად გაწირა. საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით 2-1 ერთი დასრულდა მასპინძელთა გამარჯვებით. საჩხერულ გუნდს 10 ქულა აქვს და მეოთხე ადგილს იკავებს. “დილასაც” ქულების იგივე რაოდენობა აქვს, თუმცა ბურთების უკეთესი სხვაობით მესამე პოზიციაზეა. llამ ტურის ბოლო მატჩი თბილისში "დინამო არენაზე" გაიმართა. ადგილობრივმა "დინამომ" ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა. შეხვედრაში უპირატესობას თბილისლები დაეუფლნენ. ამის მიუხედავად, მათ მხოლოდ 29-ე წუთზე შეძლეს ანგარიშის გახსნა: ცინცაძის მიერ შორიდან დარტყმულ ბურთს ერთი შეხებით მიმართულება საბანაძემ შეუცვალა და მეტოქის კარის ბადე შეარხია. მეორე ნახევრის დაწყებიდან ზუსტად 14 წუთში ფოთელებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. ამის გაკეთება სტუმართა მხრიდან ლუკა გეგუჩიამ მოახერხა. ამ შეხვედრაში გადამწყვეტი გოლი "დინამოს" ფეხბურთელმა გიორგი ჩირგაძემ გაიტანა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა. მან მოწინააღმდეგეთა მეკარეს მარცხენა კუთხეში შეუგდო ბურთი. ამ გამარჯვების შემდეგ "დინამო" გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია და იგი 15 ქულით პირველ ადგილს იკავებს. რაც შეეხება "კოლხეთს", ფოთელები ცხრილის ფსკერზე იმყოფებიან: მათ მხოლოდდამხოლოდ 4 ქულა აქვთ და მე-15 პოზიცია უკავიათ. ll Untitled-1 llUntitled-1 ll Untitled-1 ll

მე-6 ტურის სიმბოლური გუნდი იხილეთ ამ ბმულზე

 

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ფეხბურთელების ღირებულება დაეცა - დაქვეითებული მესი და ახალი ათეული

Transfermarkt-მა კორონავირუსის პანდემიის გამო ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება შეამცირა.

დღეს, 21:53

ხელფასების დაკლებასთან დაკავშირებით, რეალი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

მადრიდის „რეალის“ საკალათბურთო და საფეხბურთო გუნდების მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა ხელფასის დაკლებაზე თანხმობა განაცხადეს.

დღეს, 21:44

მანე: "უპრობლემოდ მივიღებ იმას, თუ ლივერპული ტიტულის გარეშე დარჩა"

კორონავირუსის პანდემიის გამო, „ლივერპული“ შესაძლოა პრემიერ ლიგის ტიტულის გარეშე დარჩეს, იმ შემთხვევაში, თუ სეზონს მთლიანად გააუქმებენ.

დღეს, 21:04

ბარსელონა ტერ შტეგენის შემცვლელის ძიებას შეუდგა და მთავარი კანდიდატიც შეარჩია

„აიაქსის“ გოლკიპერი, ანდრე ონანა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა ესპანეთის პრიმერა დივიზიონში გადაბარგდეს.

დღეს, 21:01

მესის ორი სერიოზული მსურველი ჰყავს, ერთმა შემოთავაზებით უკვე მიმართა

„ბარსელონას“ თავდამსხმელის და კაპიტნის, ლიონელ მესის შეძენა მილანის „ინტერს“ მოუნდა.

დღეს, 20:50

50 საუკეთესო მატჩი ისტორიაში: იტალია 3-2 ბრაზილია [VIDEO]

ესპანურმა გამოცემა Marca-მ საინტერესო რუბრიკა წამოიწყო, რომელშიც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში 50 საუკეთესო მატჩს იხსენებს.

დღეს, 20:44

მოურინიომ დანაშაული აღიარა

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, ხელმძღვანელობის საყვედურს სამართლიან ზომად მიიჩნევს.

დღეს, 20:21

ინგლისის პრემიერ ლიგა ნაადრევად შეწყდება? ხელმძღვანელობის პასუხი გავრცელებულ ჭორებზე

პრემიერ ლიგა სეზონის ნაადრევად დასრულებას არ აპირებს, მიუხედავად ამის შესახებ გაჩენილი ინფორმაციისა.

დღეს, 20:17

ტოტენჰემმა მოურინიოს უსაყვედურა

ლონდონის „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს, შენიშვნა მისცა...

დღეს, 20:09

ძამბროტა კალაძესა და გატუზოზე სახალისო ისტორიას იხსენებს

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ჯანლუკა ძამბროტა კალაძესა და გატუზოზე სახალისო ისტორიას იხსენებს.

დღეს, 20:04

კვიპროსში გიორგი ქინქლაძის თამაშს იხსენებენ

"ანორთოსისის" ოფიციალური გვერდი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ქინქლაძის თამაშს იხსენებს.

დღეს, 20:00

ჯერ ტროლები, ახლა ეს! ბართომეუ თანამშრომლებს არ ინდობს

„ბარსელონას“ პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ, არ აპირებს კლუბის იმ თანამშრომლების დანდობას, რომლებიც მხარს მას არ უჭერენ.

დღეს, 19:54

პაოლო მალდინიმაც და მისმა შვილმაც კორონავირუსი დაამარცხეს

„მილანის“ ტექნიკურმა დირექტორმა, პაულო მალდინიმ და მისმა შვილმა, დანიელ მალდინიმ, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელება მოახერხეს.

დღეს, 19:47

ბათუმის ახალ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი გაუშვეს [VIDEO]

"დინამო ბათუმის" სტადიონზე სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს და მის გახსნას გაზაფხულის ბოლოს უნდა ველოდოთ.

დღეს, 19:45

ობლაკის დუბლიორის ძიებაში, ატლეტიკომ კანდიდატები შეარჩია

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

დღეს, 18:56

სუარესი ლაუტაროს ბარსელონაში შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა

"ბარსელონას" თავდამსხმელს "ინტერის" ფორვარდ ლაუტარო მარტინესთან კონკურენციის არ ეშინია.

დღეს, 18:53

პრემიერ ლიგის ისტორიაში 10 საუკეთესო ტრანსფერი ESPN-ს ვერსიით

ESPN-მ პრემიერ ლიგის ისტორიაში განხორციელებული საუკეთესო ტრანსფერების სია შეადგინა.

დღეს, 18:47

მაურისიო სარის 5 ხელშეუხებელი ფეხბურთელი

"იუვენტუსის" მწვრთნელმა ის ფეხბურთელები შეარჩია, რომლებიც გუნდში აუცილებლად დარჩებიან.

დღეს, 18:38

მიგელ ველოსო: "გაბრაზებული რონალდუს ხილვა სასიამოვნო იყო"

"ვერონას" პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, მიგელ ველოსომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 18:31

"ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მესი მსოფლიოში საუკეთესო გახდებოდა", - ბარსას ექს-ფეხბურთელი

"ბარსელონას" ექს-ფეხბურთელმა, კრისტიან იდალგომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 18:25

იუვენტუსი და ბარსელონა ფეხბურთელების გაცვლას გეგმავენ

"იუვენტუსი" და "ბარსელონა" ფეხბურთელების გაცვლის შესაძლებლობას განიხილავენ.

დღეს, 18:17

"ამაზე უკეთესი ვარიანტი არ არსებობს", - როისმა სანჩოს მომავალზე რჩევა მისცა

"დორტმუნდის" შემტევი ნახევარმცველი, მარკო როისი ჯეიდონ სანჩოზე საუბრობს.

დღეს, 18:09

კლოპი: "როცა მანეს პირველად შევხვდი, ახალბედა რეპერს ჰგავდა"

"ლივერპულის" მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა სადიო მანესთან პირველ შეხვედრაზე ისაუბრა.

დღეს, 18:00

მანჩესტერმა მოლაპარაკებები დაიწყო, ლაციო კოლოსალურ თანხას ითხოვს

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Sky Sports ავრცელებს.

დღეს, 17:34

ბარსელონას კურზავა სურს, ფეხბურთელის პოზიცია ცნობილია

აქამდე არსებული ცნობით, "ბარსელონა" ლეუვენ კურზავას აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

დღეს, 17:05

ლუის სუარესი საკუთარ მომავალზე განცხადებას აკეთებს

"ბარსელონას" ურუგვაელი თავდამსხმელი, ლუის სუარესი საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა.

დღეს, 17:02

Sport.es: ბარსელონა კოუტინიოს ყიდის და საბოლოო ფასი დაადო

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა ბრაზილიელ ნახევარმცველს, ფილიპე კოუტინიოს ყიდის.

დღეს, 16:41

გვარდიოლამ მანჩესტერ სიტის ხელფასის შემცირებაზე პასუხი აცნობა

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ კლუბის პირობები მიიღო.

დღეს, 16:35

ხელფასის შემცირება - ლივერპულის ხელმძღვანელების დასაფასებელი ნაბიჯი

"ლივერპულის" ხელმძღვანელობამ საკუთარი ინიციატივით ხელფასი შეიმცირა.

დღეს, 16:27

ზიდანმა ზაფხულისთვის სასურველი სუპერვარსკვლავი შეარჩია

"რეალის" მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს გუნდის შემადგენლობის გაძლიერება სურს.

დღეს, 16:20

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10