ავტორიზაცია

რონალდუ პირველია, მესი მეორე — ამ სეზონის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სია

რონალდუ პირველია, მესი მეორე — ამ სეზონის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სია
თარიღი 22 სექ 2021, 13:49

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ჟურნალ Forbes-ის ვერსიით 2021/22 წლების სეზონის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგის სათავეში მოექცა.

36 წლის პორტუგალიელი გადასახადების გადახდამდე 125 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. აქედან 70 მილიონს ხელფასი შეადგენს, 55 მილიონს კი - შემოსავალს სარეკლამო კონტრაქტებიდან.

მეორე ადგილზე "პსჟ"-ს თავდამსხმელი, ლიონელ მესია 110 მილიონი დოლარით. 75 მილიონი - ხელფასი, 35 მილიონი - სარეკლამო კონტრაქტები.

მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი

1. კრიშტიანუ რონალდუ ("მანჩესტერ იუნაიტედი") - 125 მილიონი დოლარი.

2. ლიონელ მესი ("პსჟ") - 110 მილიონი.

3. ნეიმარი ("პსჟ") - 95 მილიონი.

4. კილიან მბაპე ("პსჟ") - 43 მილიონი.

5. მოჰამედ სალაჰი ("ლივერპული") - 41 მილიონი.

6. რობერტ ლევანდოვსკი (მიუნხენის "ბაიერნი") - 35 მილიონი.

7. ანდრეს ინიესტა ("ვისელ კობი") - 35 მილიონი.

8. პოლ პოგბა ("მანჩესტერ იუნაიტედი") - 34 მილიონი.

9. გარეტ ბეილი (მადრიდის "რეალი") - 32 მილიონი.

10. ედენ აზარი (მადრიდის "რეალი") - 29 მილიონი.