ავტორიზაცია

"ევროთასებზე წარმატებულ ასპარეზობაში მხოლოდ სასწაული თუ დაგვეხმარება", - კუმანმა ჟურნალისტების შეკითხვაზე პასუხის გაცემა იუარა

"ევროთასებზე წარმატებულ ასპარეზობაში მხოლოდ სასწაული თუ დაგვეხმარება", - კუმანმა ჟურნალისტების შეკითხვაზე პასუხის გაცემა იუარა
თარიღი 22 სექ 2021, 19:09

ლა ლიგის მე-6 ტურში „კადისთან“ გასამართი მატჩის წინ, „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ მოისურვა.

ESPN-ს ინფორმაციით, ნიდერლანდელი სპეციალისტი შეხვედრაზე წინასწარ მომზადებული სიტყვით წარსდგა. 

კუმანმა მოთმინების გამოჩენა ითხოვა და დასძინა, რომ ეს სეზონი წარმატებული იქნება, თუ „ბარსელონა“ პრიმერაში მაღალი პოზიციის დაკავებას მოახერხებს.

ასევე სპეციალისტმა დაამატა, რომ ამ სეზონში ევროთასებზე წარმატებულად ასპარეზობას სასწაულის მოხდენა დასჭირდება.

სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ, კუმანმა დასძინა, რომ ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემას არ აპირებს და პრესკონფერენციის დარბაზი დატოვა.

პრიმერას მორიგი მატჩი „კადისი“ – „ბარსელონა“ 23 სექტემბერს, სტადიონ „რამონ დე კარანსაზე“ გაიმართება.