ავტორიზაცია

VIDEO: ოფიციალურად - ხამეს როდრიგესი ევროპულ ფეხბურთს ემშვიდობება

თარიღი 22 Sep 2021, 20:25

„ევერტონის“ ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი კარიერას ყატარში გააგრძელებს.

30 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ „ალ-რაიანმა“ ოფიციალურად დაადასტურა. შეთანხმების დეტალები არ საჯაროვდება.

11 სექტემბერს ხამესი „ევერტონის“ განკარგულებაში „ბაშაქშეჰირში“ არშემდგარი ტრანსფერის შემდეგ დაბრუნდა. თუმცა, ის ახალი მთავარი მწვრთნელის, რაფაელ ბენიტესის გეგმებში არ შედიოდა და პრემიერ ლიგის ამ სეზონში არცერთი წუთი არ უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ ხამესი „ევერტონში“ გასულ წელს გადავიდა, იქამდე ის „რეალის“, „ბაიერნის“, „მონაკოს“, „პორტუს“, „ბანფილდის“ და „ენვიგადოს“ ღირსებას იცავდა.

კოლუმბიის ნაკრებში ხამესს 2011 წლიდან იძახებენ. გასულ სეზონში მან პრემიერ ლიგის 23 მატჩში 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.