ავტორიზაცია

VIDEO: ურთულესი ქამბექი და გამარჯვება! ალეგრის იუვენტუსმა სერია ა-ში სეზონის პირველი მატჩი მოიგო

თარიღი 22 სექ 2021, 22:24

სერია ა-ს მე-5 ტურში „იუვენტუსმა“ დრამატულ სტილში „სპეცია“ დაამარცხა.

შეხვედრა სტადიონ „ალბერტო პიკოზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

„იუვესთვის“ მატჩი კარგად იწყებოდა - 28-ე წუთზე ანგარიში ამ ზაფხულს გუნდში დაბრუნებულმა მოიზე კინმა გახსნა, თუმცა „სინიორას“ სიხარულმა დიდხანს ვერ გასტანა - გიასიმ 5 წუთში წონასწორობის აღდგენა მოახერხა.

„სპეცია“ წინ 49-ე წუთზე გავიდა, როცა ანტისტემ ვოიცეხ შესნის კარის აღება შეძლო და „იუვენტუსის“ საქმე უკიდურესად დაამძიმა.

თუმცა, ალეგრის გუნდმა დიდი ნებისყოფნა გამოიჩინა და ბრძოლაში ქამბექის შესრულება მოახერხა - 66-ე წუთზე ფედერიკო კიეზამ ტაბლოზე ორიანები აანთო, ექვს წუთში კი „იუვემ“ გამარჯვების გოლი შეაგდო, თავი მატეის დე ლიგტმა გამოიჩინა.

4 მოუგებელი მატჩის შემდეგ, ალეგრის „იუვენტუსმა“ სერია ა-ში სეზონის პირველი შეხვედრა მოიგო, 5 ქულა დააგროვა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია.