ავტორიზაცია

VIDEO: ვალენსია სტუმრად სევილიასთან დამარცხდა - გიორგი მამარდაშვილს წარუმატებელი მატჩი ჰქონდა

თარიღი 22 სექ 2021, 23:23

პრიმერა დივიზიონის მე-6 ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „სევილიასთან“ სტუმრად დამარცხდა.

შეხვედრა სტადიონ „რამონ სანჩეს პისხუანზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

გიორგი მამარდაშვილმა მატჩი კვლავ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა შეიძლება ვთქვათ, რომ ეს იყო მისი ყველაზე წარუმატებელი მატჩი იყო „ღამურების“ შემადგენლობაში.

საქართველოს ნაკრების მეკარემ სამივე გოლის დროს არადამაჯერებლად ითამაშა და მეტოქემ ამით ისარგებლა. 

„სევილიამ“ 11 ქულა დააგროვა და მიუხედავად იმისა, რომ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, მე-3 ადგილზე გადაინაცვლა, „ვალენსია“ კი 10 ქულით ჯერჯერობით მეოთხეა.