VIDEO: ინგლისის ლიგის თასის პირველი დიდი სენსაცია - ტურნირს მან.იუნაიტედი გამოეთიშა
ინგლისის ლიგის თასის 1/16-ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ვესტ ჰემთან“ დამარცხდა.
შეხვედრა „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მატჩის ერთადერთი გოლი შეხვედრის მე-9 წუთზე მანუელ ლანცინიმ გაიტანა და მისი დახმარებით „ჩაქუჩებმა“ „მანჩესტერზე“ რამდენიმე დღის წინ პრემიერ ლიგაში მარცხის გამო რევანში აიღეს.
ამრიგად, ინგლისის ლიგის თასზე პირველი სერიოზული სენსაცია დაფიქსირდა - ბრძოლას ერთ-ერთი ფავორიტი გამოეთიშა.