VIDEO: მორიგი გამარჯვება ბოლო წუთებზე! პსჟ-მ აშრაფ ჰაკიმის დუბლით მოიგო
საფრანგეთის ლიგა 1-ს მე-7 ტურში „პსჟ-მ“ სტურმად „მეცი“ მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.
შეხვედრა სტადიონ „მუნიციპალ სენტ-სიმფორიენზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
ანგარიში უკვე მე-5 წუთზე აშრაფ ჰაკიმიმ გახსნა, თუმცა 39-ზე კუიატემ წონასწორობის აღდგენა მოახერხა.
პარიზელები გამარჯვების გოლის გატანას დიდი ხნის მანძილზე ვერ ახერხებდნენ და მეტოქის გატეხვა მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, 90+4 წუთზე მოახერხეს და მორიგი სამი ქულა მოიპოვეს.
ეს ზედიზედ მეორე მატჩია, როცა „პსჟ“ გამარჯვების მოპოვებას ბოლო წუთებზე ახერხებს - წინა ტურში გუნდმა ანალოგიურ სტილში „ლიონს“ მოუგო.
„პსჟ-მ“ 21 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე დამაჯერებლად იმყოფება, უახლოესი მდევარი „მარსელია“, რომელსაც 6 მატჩში 14 ქულა აქვს მოპოვებული.