ავტორიზაცია

"ოპტიმისტურად ვართ განწყობილი", - პაულო დიბალას მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

"ოპტიმისტურად ვართ განწყობილი", - პაულო დიბალას მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია
თარიღი 23 სექ 2021, 17:02

თავდამსხმელი პაულო დიბალა „იუვენტუსთან“ უახლოეს პერიოდში ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

ამის შესახებ გუნდის სპორტულმა დირექტორმა, პაველ ნედვედმა განაცხადა.

„მოლაპარაკებები დადებითად მიმდინარეობს, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და გვაქვს შეგრძნება, რომ შეთანხმება უკვე ახლოსაა.“ - ციტირებს სპორტული დირექტორის სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

„იუვეს“ და არგენტინელი ფეხბურთელის განხეთქილების მთავარი მიზეზი ფულადი საკითხია - „იუვენტუსი“ დიბალას კონტრაქტს 2025 წლამდე და 8 მილიონ ევროს სთავაზობდა, პაულო კი 2026 წლამდე ხელშეკრულებას და წლიურად 10 მლნს ითხოვდა.

თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, დიბალა 2022 წლის ზაფხულში ნებისმიერ გუნდში გადასვლას სრულიად უფასოდ მოახერხებს.