ავტორიზაცია

კუმანმა დაასახელა პირობა, თუ რა შემთხვევაში დათანხმდება ბარსელონადან წასვლას

კუმანმა დაასახელა პირობა, თუ რა შემთხვევაში დათანხმდება ბარსელონადან წასვლას
თარიღი 23 სექ 2021, 19:22

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა შემთხვევაში დათანხმდება კატალონიური კლუბიდან წასვლას.

"ერთადერთი პირობა, რომლის მიხედვითაც "ბარსელონას" დავტოვებ, - როცა მივხვდები, რომ ჩემი სიტყვები ფეხბურთელებამდე ვერ აღწევს. მაშინ ვიტყვი: "კარგი, აქ დავასრულე". მაგრამ ახლა ეს შემთხვევა არ არის".

"ჩემს ფეხბურთელებთან ერთად გატარებული ყოველი დღე შესანიშნავია", - ციტირებს ჰოლანდიელი სპეციალისტის სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

შეგახსენებთ, კუმანი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" სათავეში 2020 წლის ზაფხულიდან უდგას. "ბარსა" ამჟამად ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 4 მატჩში მოპოვებული 8 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს.