ავტორიზაცია

კუმანის დღეები დათვლილია? ბარსელონამ ლა ლიგაში მორიგი მატჩი ვერ მოიგო!

კუმანის დღეები დათვლილია? ბარსელონამ ლა ლიგაში მორიგი მატჩი ვერ მოიგო!
თარიღი 24 სექ 2021, 01:59

ლა ლიგის მე-6 ტურშ „ბარსელონამ“ სტუმრად „კადისის“ დამარცხება ვერ მოახერხა.

შეხვედრა სტადიონ „ნუევო მირანდილიაზე“ წაიმართა და ფრედ, 0:0 დასრულდა.

პირველი ტაიმი პრაქტიკულად უმომენტოდ ჩამთავრდა, თუმცა მთავარი მოვლენები მეორე ნახევარში გაიმართა. 

65-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათის მიღების გამო მოედნიდან ფრენკი დე იონგი გააძევეს, თუმცა მიუხედავად 10 კაცით დარჩენისა, „ბარსელონას“ შეხვედრის მოგება მაინც შეეძლო - მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე კატალონიელები კონტრშეტევაში გაიქცნენ და პიკემ საჯარიმოში მემფის დეპაი მოძებნა, რომელმაც ხელსაყრელი მომენტი გაანიავა.

ამრიგად, „ბარსამ“ ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა და 5 ტურის შემდეგ 9 ქულით მე-7 ადგილს იკავებს, „კადისი“ კი 6 ქულით მე-14 პოზიციაზეა.