"მსაჯი ცდება, თქვენც შეიძლება შეცდეთ, მაგრამ ეს რა არის?!", - პიკემ ლა ლიგის კალენდარი გააკრიტიკა
„ბარსელონას“ მცველმა ჟერარ პიკემ, „კადისთან“ ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, კატალონიური გუნდის კალენდრით უკმაყოფილება გამოთქვა.
„ვერ ვხვდები, როგორ გვიდგენენ ასეთ კალენდარს. ისინი მატჩებს ორშაბათზე გვინიშნავენ, აი ამას ნამდვილად ვერ ვიგებ.
არ ვიცი, ვინ ადგენს ამ კალენდარს ან როგორ შეიძლება ასე ხდებოდეს. სამშაბათს „ბაიერნთან“ მატჩის შემდეგ თამაშს ორშაბათზე რატომ ნიშნავენ? მსაჯმა შეიძლება შეცდომა დაუშვას, თქვენც შეიძლება შეცდეთ, მაგრამ ეს რა არის?
ეს კრიტიკა არ არის, მხოლოდ ფაქტებია, რომელსაც ვერ ვიგებ. ჩვენ ზოგ მატჩს შორის 72-საათიანი ინტერვალიც კი არ არის დაცული. ჩვენ ვითამაშეთ ორშაბათს, ახლა ხუთშაბათს, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგა მოდის. ჩვენ, ფეხბურთელებიც ადამიანები ვართ.“ - ციტირებს პიკეს სიტყვებს Marca.
თავის შემდეგ შეხვედრას „ბარსა“ 26 სექტემბერს „ლევანტეს“ წინააღმდეგ გამართავს.