ავტორიზაცია

უცნაური ფაქტი - ინგლისელი თავდამსხმელი 9 წლის წინანდელი პოსტების გამო დისკვალიფიკაციითა და ფულადი ჯარიმით დასაჯეს

უცნაური ფაქტი - ინგლისელი თავდამსხმელი 9 წლის წინანდელი პოსტების გამო დისკვალიფიკაციითა და ფულადი ჯარიმით დასაჯეს
თარიღი 24 სექ 2021, 11:30

ინგლისური „პიტერბორო იუნაიტედის“ თავდამსხმელი, ჯონსონ კლარკ-ჰარისი, 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციითა და ფულადი ჯარიმით (6200 ევრო), 9 წლის წინ გამოქვეყნებული პოსტების გამო დაისაჯა.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზემოთხსენებულ ორ სასჯელთან ერთად, კლარკ-ჰარისს საგანმანათლებლო კურსის გავლაც დაევალა.

ასოციაციამ ფეხბურთელის მიერ 2012-2013 წლებში გამოქვეყნებული პოსტები შეისწავლა და ზოგი განცხადება „ჰომოფობურად“, „შეურაცხმყოფელად“ და „რეპუტაციაზე ცუდად მოქმედად“ შეაფასა.

ჩემპიონშიპის მიმდინარე გათამაშებაში 27 წლის კლარკ-ჰარისმა 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სატურნირო ცხრილში „პიტერბორო იუნაიტედი“ ამ ეტაპზე 21-ე ადგილს იკავებს.